პაკისტანში ხიდის ჩანგრევას 24 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

პაკისტანში ხიდის ჩანგრევას 24 ადამიანი ემსხვერპლა

2019-08-31 12:50:46+04:00

პაკისტანის ოლქ კოჰისტანში ხიდის ჩანგრევის შედეგად მდინარეში ავტობუსი ჩავარდა, რომელშიც 35 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპნენ. გარდაცვლილები ოჯახის წევრები იყვნენ და ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდნენ. პოლიცია და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაღუპულთა ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ.

უცნობია თუ რა გახდა ხიდის ჩამონგრევის მიზეზი.