პაკისტანსა და ავღანეთში ზვავს 130-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. პაკისტანის ქაშმირის რეგიონი სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. მაშველებს ადგილობრივები ზვავის ქვეშ მოყოლილი სახლებიდან ამოჰყავთ. ზვავის ჩამოწოლის საფრთხის გამო აუცილებელი გახდა ათობით დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის დაუყოვნებილივი ევაკუაცია.
"გარდიანის" ცნობით, პაკისტანში უამინდობას 93 ადამიანი შეეწირა, 76 კი ავღანეთში დაიღპა.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში ცუდი ამინდი შენარჩუნდება.