პაკისტანი ვერ შეძლებს ქალაქების ჩაკეტვას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. იმარ ხანის თქმით, ასეთი ქცევით, ქვეყანას ეკონომიკური შოკი დაემუქრება.
"თავდაპირველად ვფიქრობდით ქალაქები ჩაგვეკეტა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ადამიანები შეიძლება ამით კორონავირუსისგან ვიხსნათ, თუმცა ისინი შიმშილით დაიხოცებიან. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პირობები, როგორიც აშშ-სა და ევროპას. ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეა", - აღნიშნა ხანმა. მანვე მოსახლეობას მოუწოდა შეეგუონ, რომ ვირუსი გავრცელდება და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, მანამდე პაკისტანის პრემიერმა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა განვითარებად სახელმწიფოებს ვალები ჩამოაწერონ.