პაატა ზაქარეიშვილი - სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს - Palitra News

პაატა ზაქარეიშვილი - სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს

2020-09-28 16:04:03+04:00

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ ეხმაურება.მისივე თქმით, ეს კონფლიქტი პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას არ შეეხება. ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.