რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მისი განმარტებით, 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილს უკვე მიმართული ჰქონდა იგივე სასარჩელო მოთხოვნებით, იგივე საფუძვლით სასამართლოსთვის, შესაბამისად, ამ საფუძვლით ეთქვა უარი ეროსი კიწმარიშვილის უფლებამონაცვლეს, ია კიწმარიშვილს სარჩელის მიღებაზე. რაც შეეხევა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გაყიდვის საკითხს. პაატა სალია ამბობს, რომ ისინი პირად კომუნიკაციისგან არავისთან ამყარებენ, რადგან ტელეკომპანიის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ამის შესახებ მხოლოდ საჯაროდ უნდა იქნას გაცხადებული.