პაატა სალია "რუსთავი 2"-ში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას დღეს გააკეთებს - Palitra News

პაატა სალია "რუსთავი 2"-ში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას დღეს გააკეთებს

2019-08-22 10:01:12+04:00

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია "რუსთავი 2"-ში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად განხილვის რეჟიმი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. გუშინ "რუსთავი 2" "კურიერის" შემადგენლობის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ეთერში "კურიერის" არც ერთი გამოშვება არ გასულა.