პაატა სალია - "რუსთავი 2"-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა და მხოლოდ 50-მდე ადამიანი წავიდა - Palitra News

პაატა სალია - "რუსთავი 2"-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა და მხოლოდ 50-მდე ადამიანი წავიდა

2019-08-29 14:20:14+04:00

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმთ, არხზე დარჩენის გადაწყვეტილება თანამშრომლების უმეტესობამ მიიღო. თუმცა, სალია არ აკონკრეტებს არხიდან წასული თანამშრომლები დაბრუნდნენ თუ არა ისევ "რუსთავი 2"-ში.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან განიცდიდნენ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ზეწოლას, სალია აცხადებს, რომ ეს ნიკა გვარამიასგან და მისი მხარდამჭერებისგან ხდებოდა.