"მთავარ არხს" კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და "რუსთავი 2" დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.
როგორც სალია განმარტავს, "რუსთავი 2" განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გააჟღერებს.
შეგახსენებთ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.