დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კონტაქტებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ეხებათ მოწმუნეებსაც, ათეისტებსაც და ანტიეკლესიურებსაც.
"ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს", - ასე უპასუხა ინაძემ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკლესია ინფექციის გადადების წყარო იყოს.
მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება არის ერთადერი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი.