დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძის თქმით, მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით კონტროლდება.
რაც შეეხება სხვადასხვა წარმოების შავი ფერის პირადეებთან დასმულ კითხვას, რამდენად ეფექტურია ე.წ. შავი პირბადეები, იმნაძის განცხადებით, მთავარია მან თავისი ფუნქცია შეასრულოს.