დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორის დაინფიცირების წყარო ჯერ ცნობილი არ არის. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ახლად დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს იმ ორი ადამიანის ინფიცირების შესაძლო წყაროები, რომელთა შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.