ბაზარზე შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძე აცხადებს, მსოფლიოში რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს გაეცნო, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მისივე ინფორმაციით, ის პირადად გაეცნო 16-მდე მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კი ახალი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა.
საქართველო სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს.