დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით ქვეყანაში ახალი ლოქდაუნის გამოცხადებას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს, თუმცა საჭიროა რომ წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს. იმნაძს თქმით, შეზღუდვების გაფართოება ინფექციონისტებს საშუალებას მისცემს ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს პანდემიასტან ბრძოლიდან.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.