დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს აჭარაში გაცილებით უკეთ იცავენ რეკომენდაციებს ვიდრე ერთი თვის წინ იცავდნენ.