14:19
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პაატა იმნაძე - მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? - ვიდრე შეზღუდვები იყო, ასე გავრცელებული არ იყო
23-07-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მასშტაბით პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.

დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროიცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა წარიმართოს.

„რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

AutoPlay
Pfizer-ის ხელმძღვანელმის თქმით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
8 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით ერთ კოალიციაში გაერთიანდა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
პრემიერის ინფორმაციით, საქართველო "კორუფციის კონტროლის" კვლევაზე TOP 50 ქვეყნიდან 45-ე პოზიციაზეა
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
პანდემიის გამო, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბერლინს პირველი ქალი მერი ეყოლება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები