დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშნონ. მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალი წლის პერიოდში სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით ეს ახალი წელი იქნება გამონაკლისი რადგან გვეკრძალება ახლობლების ნახვაც კი.