დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ საუბრობენ. როგორც იმნაძე ამბობს, თუნდაც წითელას ვირუსი შესაძლებელია ადამიანს ხელმეორედ დაემართოს და აქედან გამომდინარე covid-ზეც მსგავსი შემთხვევები გამორიცხული არაა.