არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა.