დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ კორონავირუსისაგან გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდზე ფიქრი მიმდინარეობს. მისი თქმით აღნიშნული მეთოდი აპრობირებული მეთოდია და საქართველოშიც არის გამოყენებული. იმნაძემ გაიხსენა, რომ გამოჯანმრთელებული პლაზმით მკურნალობდნენ საქართველოში ყირიმკონგოს ცხელებას.