პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "ხელმწიფო ხალხისთვის" "გირჩმა" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრანიუსს" "გირჩის" წევრმა ლევან ჩოლოყაშვილმა დაუდასტურა.მისი თქმით, ამ წუთებში "გირჩი" განცხადების ტექსტს ამზადებს და ცოტა ხანში გაავრცელებს.საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიებს პარტიული სიის შეცვლის ვადა ოფიციალურად ხვალ, 18.00 საათზე ეწურებათ.