განახლება| კახა კალაძის რეაქცია პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს. შესაბამისი განცხადება პლატფორმა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა განმუხურში გააკეთა, სადაც დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ახალი პოლიტიკური კოალიციის ლიდერი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებასაც განმარტავს და მიზეზად იმედგაცრუებას ასახელებს.