ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებისგან სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფას ითხოვს. ლაგაზიძემ ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფიციალურად დატოვა, მიზეზად კი გაერთიანებაში შეუსაბამო ინდივიდებისა და პოლიტიკური ძალების ყოფნას დააასახელა. მისივე განცხადებით, პაატა ბურჭულაძემ პარტია სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ პიროვნებებზე გაყიდა. ლაგაზიძე საზოგადოებას მოუწოდებს ამ ძალას არჩევნებზე მხარი არ დაუჭირონ. ლაგაზიძის ყოფილი თანაგუნდელები აღნიშნულ განცხადებებს პირად წყენას უკავშირებენ, რადგან ის პარტიის სიაში არ მოხვდა.