პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა. ბურჭულაძის სარჩელზე სასამართლოში სხდომა გაიმართა. მსოფლიო ბანი კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებებისთვის უჩივის. საუბარია განცხადებაზე, რომელიც დავითაშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებებში გააკეთა და ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, დავითაშვილის ადვოკატი ითხოვს, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით, რაც მათი თქმით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 5 თებერვალს დაიწყება.