საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ევროპის თეატრებში დარეკეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა სამსახიობო სააგენტო ასკონა ჰოლტის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ჩართული იყო საქართველოს კეთილდღეობის შენებაში და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტებში, არ ეძლევა თავისი საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა.