გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია, - ამის შესახებ ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის ბურჭულაძეს და რას ფიქრობს მსოფლიო ბანი, ახალაიამ უპასუხა, რომ ”პაატა ბურჭულაძე ძალიან შეურაცხყოფილია, აღშფოთებულია და იმედი აქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს და შესაბამის დასკვნას დადებს”.