ოზურგეთში "ზარას", "მანგოს", "ბერშკას", "მასიმო დუტის" და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. თურქული კომპანია ბაიკანლარი პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. სამკერვალო საწარმო, რომელიც "ოზურგეთი გარმენთის" სახელით დარეგისტრირდა საქართველოში, 2018 წლიდან ამოქმედდება.