ოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით 30 ჰა ფართობი ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი არის დამწვარი. მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. შეგახსენებთ, ოზურგეთში, შემოქმედი-გომის ტერიტორიაზე ხანძარის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მერიამ გაავრცელა.