"ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქცია გრძელდება. არ არის გამორიცხული აქციის სამ მონაწილეს დღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდეს. დღის ბოლოს მოშიმშილეთაგან ორი შეუძლოდ გახდა. ოზურგეთის საკრებულოში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. მოშიმშილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოს იმ 9 წევრისგან, რომლებიც ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.