საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ასევე გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში იმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება. ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებას “ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტი და ცნობილი ქართველი მომღერლები დაასრულებენ.