მკვლელობა ოზურგეთში - სოფელ ნაღობილევში მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაღუპული 30 წლის ქალი ქობულეთის მკვიდრია, რომელიც ახლობლების თქმით ოზუგეთში მეგობრის ოჯახში იმყოფებოდა. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.