02:13
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა - რა პრობლემები შექმნა სტიქიამ რეგიონებში?
24-04-2017

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა. გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვლაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა. გარდა ამისა ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.

აჭარაში  ძლიერი ქარის შედეგად ათზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილია რამდენიმე მრავალწლოვანი ხე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე კი ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა, რომელიც ფიცრულს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფიცრულის მეპატრონე შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

AutoPlay
მიანმარის სამხედრო გადატრიალების ლიდერი ASEAN-ის სამიტზე არ მიიწვიეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
Bloomberg - ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.1% აიცრა, აშშ-ში 56.7%, ჩინეთში კი - 74.8%
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მისული აქციის მონაწილეები „მიშა, მიშა, თავისუფლება მიშას“ სკანდირებენ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ - ია მეტრეველი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები