შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები ბრალდებულმაც მიიღო. ბრალდებულს სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.