ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე 50 000 ლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს. დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ოზურგეთის მერიამ დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე "ბჟუჟი"-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, შპს "პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან ხელშეკრულებები გააფორმა. კომპანიამ გააწერილ ვადაში სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო, რის გამოც მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგა. საკრებულოს თავმჯდომარე „პირამიდას“ ტექნიკურ მენეჯერს ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას დაჰპირდა. სანაცვლოდ კი 50 000 ლარის მოსთხოვა. გელა კობალაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.