ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს დარბაზში ისმოდა შეძახილები. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ოზურგეთში, ეკლესიის ეზოში მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც მისივე განცხადებით, მათთან "ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მჟავანაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.