ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა კომპოზიციაზე Straight to Hell ვიდეორგოლი გადაიღო. სინგლი არტისტის რიგით მე-12 ალბომში Ordinary Man იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში თებერვალში ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ოზიმ ბოლო სტუდიური ჩანაწერი 10 წლის წინ გაავრცელა.