„ქართული ოცნება“ კორონავირუსზე პარაზიტობს, ვირუსზე პარაზიტობა თუ შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს ამ ვითარებაში პოლიტიკური სარგებელი ნახოს და ყველაფერს კორონავირუსს აბრალებს.