კორონავირუსის ეპიდემიის გამო პარიზის დახურული დისნეილენდის პარკი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. დისნეილენდის დათვალიერების მსურველებმა წინასწარ ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. პარკის შესასვლელში ბილეთები ჯერ-ჯერობით არ იყიდება.
ამასთან, პარკის ტერიტორიაზე სტუმრებს პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაც მოეთხოვებათ. დამთვალიერებლებს სადეზინფექციო ხსნარებით ხელების გაწმენდასაც სთხოვენ. პარკი ჯერ-ჯერობით შეზღუდული დატვირთვით მუშაობს. პარიზის დისნეილენდი პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებიდან იყო დახურული. ის ევროპში ყველაზე პოპულარული თემატური პარკია.
„უოლტ დისნეიმ“, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკი აშშ-ის ფლორიდის შტატშიც გახსნა. ჰონგ-კონგში კი დისნეილენდი დროებით კვლავ დახურული რჩება.