პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის, იუსტიციის მინისტრობის, თავდაცვის მინისტრობის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს და მოუსმინა.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტებში გრძელდება, რის შემდეგაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.