ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად ნატოს პოლიტიკური ცენტრი იქნება - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, 26 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იწყება, რაც ისტორიული დღეა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თბილისს, 600-მდე დელეგატი ეწვევა, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები. საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში ვერ ჩამოდის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ეს სტოლტენბერგის აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება.