ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებული პირი დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმ 2018 - 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ეჭვიმტანილი 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდით წარედგინა.