საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, კრიმინალის ზრდამ საქართველოში საგანგაშო მასშტაბი და სახე მიიღო. კახიძის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წინ კრიმინალური სამყარო გამოიყენა და ახლა ფასის გადახდა საზოგადოებას უწევს". ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მთავრობას მიმართა, აღიარონ პრობლემა და გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.