"ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურება. კახიძის თქმით, აფგან მუხთარლი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, რის შემდეგადაც გააქრეს მტკიცებულებები, რომლებიც მის გატაცებას ამტკიცებდა.