"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძე, დღეს შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დაიწყო.
„ოთარ კახიძის გამოკითხვის შედეგად, შედგება სამართლებრივი ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინება“, - აცხადებენ სამინისტროში. ოთარ კახიძის გამოკითხვა დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი. საქმე ეხება აღმაშნებელის გამზირზე გამართულ მშვიდობიენა მარშს, რომელზეც კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა.
იხილეთ: კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა