"ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტარი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, მოსამართლე ნინო ყანჩაშვილის გადაწყვეტილებით ოთარ კახიძეს იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა.ოთარ კახიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. როგორც კახიძემ მოსამართლეს განუმარტა, ის თავდაცვის მიზნით იარაღს "საკმაოდ ხშირად" ატარებს."2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია", - განაცხადა ოთარ კახიძემ.მისი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ის მოუწოდებს ყველას, შეკრებისა და მანიფესტაციების ადგილზე იარაღის ტარებისგან თავი შეიკაონ.ოთარ კახიძე 23 ივლისს "ევროპული საქართველოს" ორგანიზებულ აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.