მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც ფარცხალაძე აცხადებს, ის მზად არის პასუხები გასცეს, როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას, ისე მას შემდეგ მის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.