ოთარ დანელია - მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა - Palitra News

ოთარ დანელია - მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა

2018-12-10 14:03:11+04:00

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა. დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტი მზად არის და ის პარლამენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ წარედგინება.