საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნულის შესახებ ჩრდილელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ჩრდილელის განცხადებით, მას არ ქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დაეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გადასულიყო. ამასთან, ჩრდილელამა საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.