ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2017-07-14 13:35:17+04:00

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. როგორც მოსამართლე რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

იხილეთ: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და ოჯახს, სინანულის გრძნობით ვსაუბრობ - ოთარ აბესაძის პირველი სიტყვა პროცესზე