ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელთან, ოთარ აბესაძესთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, სავარაუდოდ 23 ოქტომბერს კი მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არამხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმოწმდება, არამედ ჩაუტარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის კვლევები, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო დასკვნა დაიდება.