ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ოთარ აბესაძის ადვოკატის განცხადებით, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. ირმა ჭკადუას თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება. მისივე გნმარტებით, აბესაძეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სახის კვლევებსაც აუტარებენ. ბრალდებულთან ამ დრომდე ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ. მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.